ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გვირილობა“ აღნიშნეს 
07-05-2024
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. იქ სხვადასხვა დღესასწაული შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

ამჯერად, მე-105 კლასის მოსწავლეებმა „გვირილობა“ იზეიმეს. თარიღთან დაკავშირებით, ისინი ბუნებაში გავიდნენ და გვირილები დაკრიფეს. გარდა ამისა, თავად ამ დღესასწაულის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გამოავლინეს. 

აღსანიშნავია, რომ მათ მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა ჰქონდათ.

„გვირილობას“ გილოცავ, ჩემო უძველესო, პეწიანო, კოპწია, კოხტა ქუთაისო! დაე, თვალხატულა გვირილებივით იბიბინონ შენს წიაღში ამ გოგო-ბიჭებმა, ღირსეულ სამკაულებად დაგეკიდონ გულ-მკერდზე“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203