ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პირველკლასელთა გაკვეთილი ფინანსური წიგნიერების ამაღლებას მიეძღვნა 
07-05-2024
ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწვლო გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, პედაგოგ ასმათ ტოგონიძის სადამრიგებლო - 1-ელ კლასში საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პორტალის FinEdu - ფინედუს მიერ გამოცხადებული კონკურსის - „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ ფარგლებში, გაკვეთილი ჩატარდა. 

აღნიშული გაკვეთილი ივანე კრილოვის იგავ-არაკის - „ჭრიჭინა და ჭიანჭველას“ მიხედვით წარიმართა.

2 მაისს ქუთაისობა, „გვირილობა“ აღინიშნება. ეს დღესასწაული ახალგაზრდა გოგონას ინიციატივას უკავშირდება, რომელიც მეგობრებთან ერთად გვირილების გაყიდვით შეგროვებული თანხით ტუბერკულიოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდა. ფინანსური გაკვეთილიც სწორედ ამ ისტორიის გაცნობით დაიწყო.

გაკვეთილზე ბავშვებმა ასევე იხილეს მცირე წარმოდგენა თოჯინებით, ნახეს ანიმაციური ფილმები იგავ-არაკის ორიგინალი და ნათარგმნი ვერსიებისა. მოსწავლეებმა ისაუბრეს დაგროვების, დაზოგვის მნიშვნელობაზე, განიხილეს და შეადარეს ერთმანეთს ნაწარმოების პერსონაჟები და მათი ქმედებები. მათ ნაწარმოების პერსონაჟის მეგობარი ჭიანჭველაგროვიაც გაიცნეს და ყულაბების შექმნის სურვილიც გაუჩნდათ სამომავლო ინტერესებისა და სურვილებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203