ქუთაისის N13 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სააღდგომო დეკორაციები შექმნეს 
07-05-2024
ქუთაისის N13 საჯარო სკოლის პატარა მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში უდიდესი მონდომებით ერთვებიან, ეს კი პროფესიონალი მასწავლებლების დამსახურებაა. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა დღესასწაულსა თუ ტრადიციაზე ინფორმაციას აწვდიან. ამჯრად, სააღდგომო განწყობა 1-ელ კლასში იყო. მათ მასწავლებელი სოფო გორგასლიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

პირველკლასელებმა შესაბამისი დეკორაცია დაამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აქტივობებმა დიდი წარმატებით, საინტერესოდ ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203