ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გვირილობა“ აღნიშნეს
07-05-2024
ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

ამჯერად, I კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი - ე.ჩხობაძე) სახალხო დღესასწაული -„გვირილობა“ აღნიშნეს. პატარებმა მშობლიურ ქალაქს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. ბოლოს კი, საზეიმო ვითარებაში პირველკლასელებს სამახსოვრო ალბომები გადაეცათ.

გარდა ამისა, VI² კლასში ინგლისური ენის გაკვეთილი (მასწავლებელი - ქ.ნემსიწვერიძე) გვირილობის დღესასწაულს მიეძღვნა. მოსწავლეებმა ქუთაისსა და დღესასწაულის წარმოშობის ისტორიაზე ინგლისურად ისაუბრეს. მათ პრეზენტაციები მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებას სლაიდ-შოუს გამოყენებით უჩვენეს, როგორ აღნიშნავენ ქუთაისელები მათთვის საყვარელ დღესასწაულს.

აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203