ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
07-05-2024
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა ღონისძიებასა თუ პროექტს ხშირად უერთდება. დასრულდა გლობალური მოქმედების დღეები 2024-ის ათდღიანი მარათონი, რომელშიც ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაც მონაწილეობდა.

მოსწავლეებმა შეთავაზებული ხუთივე აქტივობა შეასრულეს და სკოლამ მონაწილეობის სერტიფიკატიც დაიმსახურა.

„წელს უკვე მესამედ მივიღეთ მონაწილეობა და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ დედამიწაზე ზრუნვას. სერტიფიკატები გადაეცემა ასევე გლობალურ მარათონში მონაწილე ყველა მოსწავლეს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203