მარაბდის საჯარო სკოლაში, ფიზიკური აღზრდისა და სახვითი ხელოვნების ინტეგრირებით, შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა
07-05-2024

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას დიდი ყურადღება ექცევა. 

ამჯერად, სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სახვითი ხელოვნების ინტეგრირებული შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა. მასში V -VI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მძლეოსნობაში შეჯიბრის მიზანი იყო უფრო მეტი მოსწავლის ჩართულობა, მათი შესაძლებლობების გამოვლენა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დინამიკური ვარჯიშების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სპორტული აქტივობები მოსწავლეებმა ნახატების სახითაც წარადგინეს.

შეჯიბრი ესთეტიკური კათედრის, ფიზიკური აღზრდის ,სპორტისა და ხელოვნების პედაგოგებმა - მ.კვანჭიანმა და ნ. როსტომაშვილმა განახორციელეს.

„მადლობა მოსწავლეებს შეჯიბრში აქტიური მონაწილეობისთვის. „გაიმარჯვა მეგობრობამ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203