გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა საინტერესო სააღდგომო ღონისძიება 
02-05-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ სასკოლო დისციპლინებს დაეუფლონ, არამედ ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან დღესასწაულზე, თარიღსა თუ მოვლენაზე ჰქონდეთ. 

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ჰასმიკ ჩაპანიანის ხელმძღვანელობით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თემატური ღონისძიება გამართეს. 

ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, საინტერესოდ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ კლასში წითელი კვერცხები, პასკა და სააღდგომო ნუგბარი ჰქონდათ მიტანილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203