ყაურმის საჯარო სკოლაში პედაგოგების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების მონაწილეობით სპორტული ღონისძიება გაიმართა 
02-05-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლა თანამედროვე სპორტული ინვენტარითა და ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი.

ეს კი სხვადასხვა სპორტული თამაშისა და შეჯიბრების ჩატარებისთვის კარგი წინაპირობაა. ამჯერად, სკოლაში ფრენბურთი ითამაშეს.

მეგობრულ თამაშში სკოლის პედკოლექტივი, მშობლები და უფროსკლასელები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფირად გაატარეს, იხალისეს და ღირსეულად იასპარეზეს.

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

„ასეთი ტიპის თამაშები ბავშვებს და მათ მშობლებს აუმაღლებს მოტივაციას და ინტერესს სპორტის მიმართ. ასევე, მშობლები ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203