სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
02-05-2024
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი თემატური ნამუშევრები შექმნეს, დიდი მონდომებით იმუშავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და აღნიშნეს, რომ დედამიწას მოფრთხილება სჭირდება. 

გარდა ამისა, მათ გარემო გაამწვანეს და გაალამაზეს. ისინი ჩვენი პლანეტის წინაშე საკუთარ პასუხისმგებლობას ნათლაც აცნობიერებენ და ეკოლოგიაზე ზრუნვისკენ ყველას მოუწოდებენ. 

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203