აფხაზეთის N15 სკოლის მოსწავლეებმა ბლეზ პასკალის ცხოვრებასა და მის აღმოჩენებს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს
აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. ამჯერად, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ფრანგი მათემატიკოსის და ფიზიკოსის - ბლეზ პასკალის ცხოვრებაზე, მის აღმოჩენებსა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, მისი ბავშვობის იმიტაცია გამართეს, რომლის ფარგლებშიც, უჩვენეს, თუ როგორ აღმოაჩინა გეომეტრიული თეორემები ხელახლა და როგორ გამოიგონა გამომთვლელი მანქანა.
მათ აუდიტორიას პასკალის ფილოსოფიური გამონათქვამები გააცნეს, რომლებიც აქტუალობას დღესაც არ კარგავს. ღონისძიების ფინალურ ნაწილში, მოსწავლეებმა, ხელმძღვანელთან ერთად, მათემატიკური ფოკუსები ჩაატარეს. მათში მთელი აუდიტორია იყო ჩართული. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ფოკუსის ავტორი მშობელი იყო. სკოლაში მოხარული არიან იმით, რომ ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თანაბრად არის ჩაერთო.
აქტივობების ხელმძღვანელი გოდერძი გუნია გახლდათ.
„ღმერთკაცად წოდებული ბლეზ პასკალი — ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ლიტერატორი, ფილოსოფოსი, მორალისტი, კიბერნეტიკოსი, ალბათობის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ჰიდროსტატიკის, როგორც მეცნიერების, ერთ-ერთი დამაარსებელი.
სწორედ ეს ადამიანი იქცა საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის დღევანდელი დღის შთაგონების წყაროდ.
მადლობა მე-12 კლასის მოსწავლეს, მარიამ ჩუხუას ბლეზ პასკალის პორტრეტისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: