„ჩვენ ვკითხულობთ ევროპულ ლიტერატურას“- ხევაშენისა და ბენარის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრების ორგანიზებით, ღონისძიება ჩატარდა
02-05-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენისა და ბენარის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

2024 წლის პირველ მაისს, ბენარის საჯარო სკოლაში ხევაშენისა და ბენარის საჯარო სკოლებს შორის გაფორმებული თანამშრომლობითი მემორანდუმის საფუძველზე, ორივე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრების ორგანიზებით, ერთობლივი ღონისძიება  - „ჩვენ ვკითხულობთ ევროპულ ლიტერატურას“ ჩატარდა.

პრეზენტაციასთან ერთად, მოსწავლეები მწერლების გამონათქვამებს, ლექსებსა და პროზიდან ნაწყვეტებს კითხულობდნენ. ისინი თავიანთი საყვარელი ავტორების შესახებ საუბრობდნენ, აანალიზებდნენ საინტერესო ნაწარმოებებს და ქართველ მწერლებთან პარალელს ავლებდნენ.

აღნიშნული ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, კრიტიკული სააზროვნო უნარების განვითარება იყო.

ღონისძიების დასასრულს, ხევაშენისა და ბენარის სკოლების ხელმძღვანელებმა - მარიტა შველიძემ და ნინო ფორჩხიძემ ღონისძიების მონაწილეებს, საინტერესო აქტივობების მომზადებებისთვის მადლობა გადაუხადეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203