ბაქოში ექსკურსიაზე მიმავალი გორის სკოლის მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ
01-06-2018
გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბაქოსკენ მიმავალ გზაზე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ავარიაში მოყვნენ. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკოლის მოსწავლეები ბაქოში ექსკურსიაზე მიდიოდნენ.

ავტობუსში 20-მდე მოსწავლე და 10-მდე მშობელი იმყოფებოდა, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

მომხდარზე სხვა ინფორმაცია ამ ეტაპისთვის უცნობია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203