ხაშურის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები
02-05-2024

ხაშურის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე განსაკუთრებით ზრუნავენ. 

სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედამიწის დღეც, რომელსაც საინტერესო აქტივობებით გაჯერებული კვირეული მიეძღვნა. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულს შეუერთდნენ პირველი კლასის მოსწავლეებიც, რომლებმაც ეს დღე აღნიშნეს საინტერესო აქტივობებით:

  • გააფერადეს დედამიწის დღის თემატური კონტურები;
  • ბუშტებზე დახატეს დედამიწა და დაუწერეს სურვილები;
  • მოისმინეს ლექცია, როგორ ვიზრუნოთ დედამიწაზე. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რა დატვირთვა აქვს ამ დღეს, რატომ არის თითოეული ადამიანის როლი მნიშვნელოვანი ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203