
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა, მისი დაცვა და მოფრთხილება - სწორედ ამის შთაგონებით ზრდიან პედაგოგები მოსწავლეებს და ასწავლიან ბუნების სიყვარულს.
ცხადია სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნვნის გარეშე ვერ ჩაივლიდა.
მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს სასკოლო საზოგადოებას, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მოვალენი ვართ ვიზრუნოთ მასზე.
მოსწავლეებმა ამ დღის არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს და გააცნობიერეს მათი როლი ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში.
იხილეთ ფოტოები: