ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სააღდგომო ნამუშერების გამოფენა მოეწყო
02-05-2024

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, დირექციისა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში სააღდგომო გამოფენა მოეწყო.

სააღდგომო თემაზე მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სკოლაში, სკოლის ესთეტიკის კათედრამ მოაწყო. 

პროექტი ხელოვნების პედაგოგ ნაირა კოსტავას თაოსნობით განხორციელდა და მასში მონაწილეობდნენ სკოლის მე-5 (დამრიგებელი ხათუნა ებანოიძე) და მე-5 (დამრიგებელი ინგა კიკნაველიძე) კლასების მოსწავლეები.

მოსწავლეთა ნამუშევრები თემაზე „აღდგომა“, შთამბეჭდავი იყო. მათ თავიანთი ნაშრომების პრეზენტაცია გააკეთეს და სასკოლო საზოგადოებას დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს. 

ეს დღე დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203