„საქართველო და ევროპა“ - ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა
02-05-2024

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში, „ევროპის დღეების“ ფარგლებში, პროექტის - „საქართველო და ევროპა“ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. 

პროექტი საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე დაიგეგმა და პედაგოგების: მარინე ფერაძის( ისტორია) და ხათუნა ებანოიძის(გეოგრაფია) ხელმძღვანელობით, VIII კლასის მოსწავლეებთან ერთად (დამრიგებელი თეა ყვავაძე) განხორციელდა. 

მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების შესახებ უძველესი დროიდან დღემდე, ისაუბრეს ევროკავშირის სტრუქტურასა და საქმიანობაზე.

პრეზენტაციას ესწრებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, იმერეთის რეგიონის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე.

პრეზენტაციამ სასკოლო საზოგადოების დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203