„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ქვეშის საჯარო სკოლაში
02-05-2024

ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის მატიანეს კიდევ ერთი შთამბეჭდავი ღონისძიება - „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, შეემატა. 

წარმოდგენა მე-8 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მეგი ელიზბარაშვილის ხელმძღვანელობით გამართეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიებამ ყველას დადებითი განწყობა შეუქმნა, პოზიტიური ენერგიით აავსო და წარუშლელი შთაბეჭდილებები დაუტოვა. 

„დიდი მადლობა მათ აქტიურ, თბილ და მზრუნველ დამრიგებელს“, - ასე აფასებენ დამრიგებელს სკოლაში, მადლობას უხდიან მას და თავის ნიჭიერ მოსწავლეები მრავალფეროვანი სანახაობისთვის. 

მიუხედავად იმისა, სასწავლო წელი მალე დასრულდება, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებს მოტივაცია არ დაუკარგავთ, ენთუზიაზმით არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და სასკოლო ღონისძიებებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203