
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის აქტიურად იმართება გასვლითი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მათემატიკის პედაგოგებმა - მაკა მერაბიშვილმა და მარინე ზაზაშვილმა, პროექტის - „მათემატიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“, ფარგლებში, V და VI -კლასებში, დაგეგმეს და განახორციელეს გასვლითი ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები საფარასა და რაბათის ციხეს სტუმრობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება, საგანთა შორის ინტეგრირება და მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.
იხილეთ ფოტოები: