განთიადის საჯარო სკოლის მე-4 კლასში როლური თამაშები გაიმართა
02-05-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეებთან სხვადასხვა მიდგომასა და აქტივობას იყენებენ, რაც მათ მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, მეოთხე კლასში როლური თამაშები გაიმართა, მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს, პრეზენტაცია მოაწყვეს. აქტივობის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203