ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შემეცნებითი აქტივობები გაიმართა
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძიებები ეძღვნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, აქტივობები დაწყებით საფეხურზე გაიმართა.
მოსწავლეებმა სასწავლო ანიმაციები ნახეს, შეკითხვებს უპასუხეს, იმსჯელეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს. გარდა ამისა, მათ, მასწავლებლების დახმარებით, თემატური პლაკატი შექმნეს.
აქტივობებში თითოეული მოსწავლე მონდომებით ჩაერთო.
იხილეთ ფოტოები: