წყალტუბოს N2 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო ნობათით ესტუმრნენ
02-05-2024

მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს, არამედ კაცთმოყვარეობას, სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

ახლახან, სკოლის სამოქალაქო კლუბმა - „ფენიქსი“,რომლის პრეზიდენტი მატრონა ანთიძე, ხოლო მდივანი - დაიანა დვალიშვილი გახლავთ, საქველმოქმედო აქცია დაგეგმა. 

კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს სააღდგომო საჩუქრები დაერიგებინათ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

მათ დათესეს და გაახარეს ჯეჯილი, შემოსული თანხით შეიძინეს საჭირო პროდუქტები.

დირექციისა და სკოლის პედაგოგების თანადგომით, სახლებში ეწვივნენ, მათ ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება და მიულოცეს სააღდგომო დღესასწაული.

„დღემ სიხარულისა და მადლიერებისა“ ემოციებით ჩაიარა“,- გვეუბნებიან სკოლაში და აქციის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203