სამთაწყაროს საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
02-05-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად  იციან, რომ ჩვენ, დედამიწელები საკუთარ „სახლს“ უნდა გავუფრთხილდეთ და ამას მოწმობს დედამიწის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება, რომელიც, თამამად ვიტყვით, არის გზავნილი თითოეული ჩვენგანისთვის - „დედამიწას გაფრთხილება სჭირდება“.

ამ დღესთან დაკავშირებით, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა ეკატერინე ჩიტაურმა მოსწავლეებს საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული პრეზენტაცია წარუდგინა. 

ყველა კლასში გაიმართა უამრავი სახალისო აქტივობა, II - VI კლასებში განხორციელდა პროექტი -„დედამიწის დღე“, რომელიც მოსწავლეებმა წარადგინეს სხვადასხვა პროგრამებში:„ვსწავლობთ თამაშით“; paint; cupcut და power point, ასევე, მოსწავლეებმა შექმნეს თაბახის ფურცელზე შესრულებული ნამუშევარი, თემის შესაბამისი გასაფერადებელი სურათებით. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები მიზნად ისახავდა მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ ფერები დედამიწის განწყობის მნიშვნელობა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, რამაც უფრო მეტად მოტივირებული გახადა ისინი.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტში მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებელს. 

„გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და მრავალი პროექტის განხოლციელებას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო 1; ვიდეო 2; ვიდეო 3:
























 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203