ძველი ანაგის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა სპექტაკლი „წითელქუდა“ ინგლისურ ენაზე გაითამაშეს
02-05-2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა უცხოური ენის სწავლებას. იმისთვის, კი რომ სწავლის პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო იყოს არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, მე-3  კლასის  მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას ინგლისურ ენაზე წარუდგინეს სპექტაკლი - „წითელქუდა“, რომელსაც ინგლისური ენის პედაგოგი თამილა კორაშვილი ხელმძღვანელობდა, კლასის დამრიგებელი კი - მაია მილაშვილი გახლავთ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოება და მიწვეული საპატიო სტუმრები - ბებიები, გააოცეს სამსახიობო ოსტატობით. 

მოსწავლეთა საუკეთესოდ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა, მხატვრულად წაკითხულმა ლექსებმა და საინტერესოდ  განსახიერებულმა პერსონაჟებმა, დიდი მოწონება დაიმსახურა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თეტრალურმა წარმოდგენამ, სრულიად სასკოლო საზოგადოებას სასიამოვნო და პოზიტიური განწყობა მიგვარა

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203