„მზის სისტემა“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე- 5 კლასელებმა სამი საგნის ინტეგრირებულ პროექტზე იმუშავეს
02-05-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა დისციპლინათაშორისი კავშირის პრინციპით, სისტემატიურად მართავს ერთობლივ გაკვეთილებს.

პედაგოგებმა - ნათია ხუჭუამ, ქეთი დევნოზაშვილმა და გუგა ბენდელიანმა სამი საგნის ინტეგრირებით, მე- 5 კლასის მოსწავლეებისთვის აქტივობა ჩაატარეს.

მე- 5 კლასის მოსწავლეებმა, სამ საგანში: ხელოვნებაში, ბუნებისმეტყველებასა და კატეხიზმოში მოამზადეს ერთობლივი პროექტი თემაზე - „მზის სისტემა“. 

მოსწავლეებმა პრაქტიკული კოლაბორაციით, პირადი რესურსით შეგროვებული (მაკულატურა) სხვადასხვა მასალის, ფაქტურისა და ტექნიკის გამოყენებით ახალი სიცოცხლე შესძინეს პლანეტებს. 

ციური სხეულების მოძრაობასა და გრავიტაციის ზეგავლენაზე მოამზადეს თემატური პრეზენტაცია და განიხილეს დოკუმენტური ფილმი - „მოგზაურობა კოსმოსში“. 

ასევე, მოწაფეებმა გამართეს დისკუსია სამყაროს ბიბლიური და მეცნიერული წარმოშობის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203