„ნოეს კიდობანი“ - ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
02-05-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში, პედაგოგების ხელმძღვანელობითა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით საინტერესო ღონისძიებები იმართება.

მათ შორის იყო, მე-4 კლასელთა ღონისძიება, რომლის სახელწოდება „ნოეს კიდობანი“ გახლდათ.

ღონისძიებაზე, მოსწავლეები ერთნაირ სამოსში გამოეწყვნენ და შესანიშნავი წარმოდგენა დადგეს. მათ შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ეს დღე სასკოლო საზოგადოებისთვის ემოციური და ძალიან ლამაზი გამოვიდა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: კლასის დამრიგებელი ანაჰიტ საჰაკიანი და სიმღერის მასწავლებელი ანნა კარსლიანი.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203