ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა
02-05-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და შემეცნებითი თამაში იმართება.

ამჯერად, მე-4 კლასში, მასწავლებლის - ელადა სანოსიანის ხელმძღვანელობით მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა.

„მათემატიკა უნდა გვიყვარდეს მინიმუმ იმის გამო, რომ ის ჩვენს გონებას წესრიგში აყენებს“, - მ. ვ. ლერმონტოვის ამ სიტყვებით დაიწყო კონკურსი. როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსი შედგებოდა 7 ეტაპისგან.

თითოეული ეტაპი სავსე იყო მათემატიკური ამოცანებით, მხატვრული ნომრებით, ასევე მუსიკალური პაუზებითა და საინტერესო ამოცანებით.

ჟიურიმ შედეგები შეაჯამა, რის შემდეგაც ჯგუფებს დიპლომები გადაეცათ. ბავშვებმა მცირე პრიზებიც მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით სხარტი აზროვნების განვითარებაში ეხმარებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203