„გვეამაყება ყოველი თქვენი წარმატება“ - ტურცხის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულს -  ანა პიჭიკიანს ღონისძიება-კონკურსში გამარჯვებას ულოცავენ 
02-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლას წარმატებული კურსდამთავრებულები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა კონკურსში წარმატებით ერთვებიან.

მათ შორის არის სკოლის კურსდამთავრებული ანა პიჭიკიანი

სკოლის კურსდამთავრებული ანა პიჭიკიანი, ამჟამად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტია. ის, 29 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის ღონისძიება-კონკურსში მონაწილეობდა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.

ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებმა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსში - Spelling Bee გამოსცადეს თავი, რაც გულისხმობს სიტყვების ასოების ანბანური სახელწოდების მიხედვით გამოხატვას.

კონკურსის იდეა ეკუთვნის „ფულბრაითის პროგრამის“ ინგლისური ენის ასისტენტ მასწავლებელს, ჰანა ბრედშტაინს.

კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტი სტუდენტები.

სასკოლო საზოგადოება თითოეული კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობს.

„ჩვენი სკოლა არ ივიწყებს თავის კურსდამთავრებულებს და ყველა მათ წარმატებას დიდი სიხარულით ეხმაურება!

თითოეულ ჩვენს კურსდამთავრებულს კიდევ ერთხელ ვუსურვებთ წინსვლასა და უამრავ წარმატებას ცხოვრებაში! ჩვენ გვეამაყება ყოველი თქვენი წარმატება, ვინაიდან ეს ჩვენი სკოლის მიღწევა და წარმატებაც არის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203