საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის II კლასის მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
02-05-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.

სააღდგომო კვირეულის ფარგლებში, გიმნაზიის II (დამრიგებელი ეკა ხეჩუაშვილი) და IIბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) იმყოფებოდნენ  ხელოვნების სასახლეში, საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამა - „მოხატე სააღდგომო კვერცხი“, შემოქმედებით ხასიათს ატარებდა და მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა მათი სურვილით მოხატეს ხელოვნური კვერცხები, ასევე საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ისტორიები სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციების შესახებ და გაცნობოდნენ სააღდგომო კვერცხის მოხატვის ოსტატობას. ბოლოს კი დაათვალიერეს მუზეუმი და იხილეს მარიონეტების გამოფენა.

მოსწავლეები შთაბეჭდილებით დატვირთულნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203