
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი მე-4 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა შეისწავლეს ძირითადი, თბილი და ცივი ფერები. შემდგომ, მათ შექმნეს კედლის გაზეთი თემაზე - „ფერები“. ბავშვებს, აღნიშნული აქტივობის მეშვეობით განუვითარდათ ეთიკური და ესთეტიკური გემოვნება.
აქტივობაში ისინი დიდი ხალისით, მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღნიშნული საგნის მასწავლებელი გუანნა მკოიანი, კონსულტანტ-მასწავლებელი კი თამილა კობიაშვილი გახლავთ.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: