
დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარების, მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, გასართობ-შემეცნებითი თამაშები დაწყებით საფეხურზე გაიმართა.
მოსწავლეები თამაშში, რომლის სახელწოდებაც „სიბრძნის მაძიებლები“ გახლდათ, აქტიურად ჩაერთნენ.
თამაში პრინციპი შემდეგნაირია: ანდაზის დასაწყისი მოსწავლეებს ხელში უჭირავთ, მათ უნდა გამოიცნონ და იპოვონ დასასრული, რომლებიც სკოლის ეზოს ტერიტორიაზე იმალება.
მეორე გასართობ-შემეცნებითი თამაშის სახელწოდება კი „ანდაზები ემოციით“ იყო.
აღნიშნული თამაშის ფარგლებში, მოსწავლეს უნდა აერჩია ბარათზე წინასწარ გამზადებული ანდაზა და განესახიერებინა ისე, რომ შინაარსის გამოცნობა სხვებს შესძლებოდათ.
მათი სლოგანი გახლდათ - „ვმოძრაობთ და ვსწავლობთ“
აქტივობები ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს სხარტი, ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებაში სხვადასხვა სახალისო აქტივობების მეშვეობით ეხმარებიან.
იხილეთ ფოტოები: