ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მორიგი ქიმიური ექპერიმენტი ჩაატარეს და ხელოვნური თოვლი შექმნეს
02-05-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას უზიარებენ, არამედ ექსპერიმენტებსაც აქტიურად სთავაზობენ. 

ამჯერად, ქიმიის გაკვეთილზე მორიგი საინტერესო საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, ქიმიის მასწავლებლის დახმარებით, ნატრიუმის პოლიაკრილატისგან ხელოვნური თოვლი შექმნეს.

როგორც სკოლაში აფასებენ, აქტივობა სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესში აქტიურად იყო ჩართული X კლასის მოსწავლე ლორენა გოგიტიძეც. 

ღონისძიებას დაწყებითი საფეხურის პედაგოგები, მშობლები და სკოლის დირექტორი, ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203