
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების განწყობაზე განსაკუთრებით ზრუნავენ, რადგან პოზიტიური გარემო არა მარტო სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობაზე აისახება.
ამჯერად, მეხუთე კლასის მოსწავლეებმა, რუსული ენის მასწავლებლის სვეტლნა ადამიანის ხელმძღვანელობით, რუსული ანბანის სწავლა ღონისძიებით დააგვირგვინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ მოსწავლეები, ნიჭი და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
დღე დასამახსოვრებელი, შემოქმედებითი და დადებითი ემოციებით იყო დატვირთული.
იხილეთ ფოტოები: