„წარმატების გაკვეთილები“ რუსთავის №23 სკოლაში - „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრებმა ბიზნესმენის გამოცდილება და რჩევები გაიზიარეს
02-05-2024

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლაში, დირექტორის - მზია კიწმარიშვილის ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა „წარმატების გაკვეთილებს“, რომლის ფარგლებშიც სკოლაში იწვევენ ადამიანებს, რომლებმაც თავის სფეროში წარმატებას მიაღწიეს.

მოსწავლეები ამ ადამიანებისგან პირადად იღებენ ამომწურავ ინფორმაციას მათთვის საინტერესო კითხვებზე.

როგორც სკოლის წარმომადგენელი გვიყვება, ამ ეტაპზე, სკოლაში არსებული „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ კლუბის წევრების თხოვნით, სკოლაში გადაწყვიტეს მიეწვიათ ბიზნესმენი, რომელიც ნორჩ მეწარმეებს გაუზიარებდა საკუთარ გამოცდილებას და მისცემდა რჩევებს.

„შევეხმიანეთ ბიზნესმენსა და მეცენატს, ბატონ თამაზ გველუკაშვილს რომელიც დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა სკოლაში სტუმრობაზე“,- გვიყვებიან სკოლაში.

შეხვედრა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა სტუმრისგან არაერთი რჩევა და რეკომენდაცია მიიღეს, რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ მომავალი პროფესიის არჩევისას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203