„მოტივაციის ამაღლება“ - საინტერესო კვლევა საყუნეთის საჯარო სკოლაში
02-05-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ინიციატივებითა და მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებითა თუ ღონისძიებებით. 

სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს კვლევა  - „მოტივაციის ამაღლება“, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვლევაში აქტიურად არიან ჩართულნი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები.

მკვლევარი მასწავლებლები კი არიან - ლია შუბითიძე, ლელა გელაშვილი და ფატმან თაბუნიძე. 

კვლევის ფარგლებში, განხორციელდა სხვადასხვა ინტერვენციები - სახალისო აქტივობები, ფოკუსჯგუფებზე დაკვირვება, დიაგნოსტიკური და შუალედური ტესტირებები, საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან.

მოეწყო ინტელექტუალურ- გასართობი ღონისძიება. აქტივობას ჰქონდა კონკურსის სახე, რომელიც ორიენტირებული იყო, როგორც მოსწავლეთა დეკლარატიული ცოდნის წარმოჩენაზე, ასევე სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.

ასევე გაიმართა გასვლითი საინფორმაციო ვიზიტი კოლეჯ - „ოპიზარში“, სადაც მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა პროფესიებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოცემული აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, აუმაღლდებათ მოტივაცია, დაგეგმონ მომავალი და საკუთარი ცხოვრება.

სკოლაში გვიყვებიან, რომ წლის ბოლომდე კიდევ ბევრი საინტერესო და სახალისო ღონისძიებაა დაგეგმილი, სკოლის დირექციას მოსწვალეებს წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203