
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა როგორც საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური უნარების განვითარებაზე ზრუნავენ.
26 აპრილს, იხტილის საჯარო სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური (თამაში) შეჯიბრება - „კითხვა - პასუხი“, სადაც ჩართულნი იყვნენ მოსწავლეები საფეხურისა და კლასების მიხედვით.
მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფურად და პასუხებს იძლეოდნენ წერილობით. მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა და სხარტი აზროვნების უნარი წარმოაჩინეს.
„ძალიან საინტერესო და სახალისო შეჯიბრება იყო და დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა მოტივაციაზე“,-აღნიშნა მასწავლებელმა-დამკვირვებელმა ვარსიკ სიმონიანმა.
იხილეთ ფოტოები: