წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლის ჯაბა ტყეშელაშვილის სპორტული წარმატება და ჩემპიონის ტიტული 
02-05-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრსა და ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობენ.  

მათ შორისაა სკოლის მოსწავლე ჯაბა ტყეშელაშვილი, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მან, დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე არენაზე 17 წლამდე ასაკის ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე და ოლიმპიური ჩემპიონის, რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის ტურნირზე 102 კგ. წონით კატეგორიაში გაიმარჯვა.

მისი მწვრთნელები, გურამ მამიაშვილი და ალეკო მამიაშვილი გახლავთ.

გარდა ამისა დამყარდა საქართველოს რეკორდებიც, რომელთა ავტორიც ჯაბა ტყეშელაშვილი გახდა.

მოსწავლემ, როგორც გვიყვებიან, ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგად 102 კგ. წონით კატეგორიაში 15 წლამდელთა რეკორდი ატაცში 24, აკვრაში 26, ხოლო ორჭიდში კი 50 კილოგრამით გააუმჯობესა.

მოსწავლეთა თვითმმართველობა ჯაბა ტყეშელაშვილს ამ საპასუხისმგებლო გამარჯვებას ულოცავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203