„წერილი ჩემს თავს 10 წლის შემდეგ“ - საინტერესო პროექტი დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში
02-05-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწვალეებს არა მხოლოდ სასწავლო-შემეცნებით, არამედ სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა დაინტერესებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული. 

ამის ნათელი მაგალითია პროექტი - „წერილი ჩემს თავს 10 წლის შემდეგ“, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან სიმბოლური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის - რუსო გაგუას ხელმძღვანელობით, დაწერეს წერილი და ბოთლში მოათავსეს, შემდეგ კი მიწაში ჩამარხეს. მოსწავლეებმა გზავნილი საკუთარ თავს გაუგზავნეს, ბოთლს წლების შემდეგ გახსნიან და მე-7 კლასში საკუთარ თავს გაიხსენებენ. 

დღე ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ემოციებით სავსე დღე ჩაიწერა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203