ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
01-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, 27 აპრილს მოწყობილი დასუფთავების აქციაც. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

„ასეთი ღონისძიებები ბავშვებს კოლექტიურ შრომას, მეგობრობას და ტოლერანტობას ასწავლის“, - გვეუბნებიან სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

დღემ მხიარულად და ნაყოფიერად ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203