„ჩვენ და ნოტები“ - კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში
01-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

მათ შორის აღსანიშნავია, მე-5 კლასში მუსიკის მასწავლებლის - გაიანე სარგსიანის ხელმძღვანელობით ჩატარებული მუსიკის ღია გაკვეთილი თემაზე - „ჩვენ და ნოტები“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნოტების ისტორია, მუსიკის ფონზე  ისაუბრეს ოქტავასა და აკორდზე. ბოლოს კი თავადვე ააჟღერეს ნოტები და მოწონებაც დაიმსახურეს. 

ბავშვებმა, ასევე, მოისმინეს სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები, შეადარეს ერთმანეთს და განასხვავეს შესრულების ფორმები. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობების დახმარებით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ მუსიკის მოსმენის უნარი, გამოუმუშავდებათ პრაქტიკული ჩვევები. ეს ყველაფერი კი მათი შემოქმედებითობის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი მეტად შემეცნებითი და სახალისო აქთმოჩნდა. 

„დადებითი ემოციებით სავსე დღე ჰქონდათ მოსწავლეებს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203