დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
01-05-2024

მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. 

თარიღთან დაკავშირებით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ თამარ გორგაძესთან ერთად, სკოლის შიდა ტერიტორია დაასუფთავეს და მოაწესრიგეს.

დასუფთავების აქციაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ გარემო გაწმინდეს, ნარჩენები შეაგროვეს და გარემო კიდევ უფრო გალამაზეს. აღსანიშნავია, რომ მათ გარემოსდაცვითი მოწოდებებით ასფალტიც მოხატეს.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203