
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ახლახან, საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილი ფიზიკაში ჩატარდა, რომლის თემა „ხახუნის ძალის გასამართლება“ გახლდათ.
მე-7 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა მოირგეს ბუნების ძალების: ხახუნის, დრეკადობის, მსოფლიო მიზიდულობის ძალების როლები და წარდგნენ სასამართლოს წინაშე.
„პროკურორმა, მოსამართლემ, სასამართლოს მდივანმა, ბრალდებულის დამცველებმა კარგად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას“, - გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილი იყო ხალისიანი. მოსწავლეებმა იმსჯელეს ბუნებაში არსებული ძალების აუცილებლობაზე, მათთან ერთად თანაცხოვრებაზე.
გაკვეთილ მასწავლებელი ანა ალუაშვილი ხელმძღვანელობდა.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.