
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სპორტის მიმართ ინტერესს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სპორტული აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში, პედაგოგ სოსო ჯალაბაძის ხელმძღვანელობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტულ-გასართობი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
ღონისძიებამ ხალისითა და წარმატებით ჩაიარა.
ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეებს საჭირო ცოდნასა და უნარებს სძენს.
იხილეთ ფოტოები: