„მომავლის მხატვრები“  ჯვარის N1 საჯარო სკოლიდან და მათი შექმნილი საინტერესო ნამუშევრები 
01-05-2024

ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში წინასააღდგომო განწყობა უკვე იგრძნობა.

მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რომელთა გამოფენაც შემდგომ სკოლაში მოეწყო.

გამოფენაზე, რომლის თემატიკა „სააღდგომო განწყობა“, გახლდათ, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „მომავლის მხატვრებმა“ - პატარა გენიოსებმა შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მათ ნახატებში განსხვავებული ხედვა მკვეთრად იგრძნობოდა.

მოსწავლეთა ნახატებით სასკოლო საზოგადოება მოიხიბლა, რამაც ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203