
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები სხვადასხვა გარემოსდაცვით და შემეცნებით აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ეკოკლუბი აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდულ გარემოსდაცვით პროექტში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024“ მონაწილეობას.
აპრილის თვის თემა: „გენდერული თანასწორობა“ გახლდათ, რომელიც წარმოადგენს მდგრადი განვითარების მე-5 მიზანს.
აღნიშნულ საკითხს სკოლის კლუბის მონაწილეებიც გამოეხმაურნენ. მოსწავლეებმა, პედაგოგ ნ. მუმლაძის ხელმძღვანელობით შექმნეს ნამუშევრები თემაზე: „ნაადრევი ქორწინება“. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა აიმაღლეს.
აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმრხივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტო: