ქუთაისის N16 სკოლაში პირველკლასელებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში სააღდგომო დეკორაციები შექმნეს
01-05-2024

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, პირველკლასელებმა ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად, კომპლექსურ დავალებას სამი გაკვეთილი დაუთმეს.

ბავშვები წინასააღდგომო სამზადისში აქტიურად ჩაერთნენ - ჯეჯილი დათესეს, რომელიც ყვავილებით გაალამაზეს და ფერადი კვერცხები ჩააწყვეს.

მათ, ასევე თემატური ნახატები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აქტივობები მათთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

„პატარა თათუკებით
ჩვენი სახლი მოვხატეთ.
შიგ ჯეჯილი დავთესეთ,
ყვავილებით მოვქარგეთ.
შემდეგ კვერცხი შევღებეთ,
დავიწითლეთ ხელები,
ჩვენი შრომით და გარჯით
გავახარეთ  დედები.
ლაღად გვინდა ცხოვრება,
მყარად ფეხზე დადგომა,
ყველას, ყველას გისურვებთ
დამდეგ მრავალ აღდგომას!“ - ასეთი ლექსი მიუძღვნეს აღნიშნულ გაკვეთილს სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203