გელათის საჯარო სკოლის მოსწავლემ, სასწავლო პროექტის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნა 
01-05-2024
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, რაც მოსწავლეთა წარმატების განმსაზღვრელია. იქ, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ღონისძიებები თუ პროქტები იმართება.

სკოლაში პროექტი - „მემკვიდრეობის მცველები“ ხორციელდება. ამჯერად, მის ფარგლებში, მეცხრე კლასის მოსწავლე, თეკლა ჩახუნაშვილმა საქართველოში მცხოვრები კათოლიკეების შესახებ ისაუბრა. აღნიშნულმა თემატიკამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

პრეზენტატორი მონაწილეთა შეკითხვებს პასუხობდა, პრეზენტაციის შემდეგ კი, დისკუსია გაიმართა. შეხვედრას საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ აქტივობა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203