ვანზომლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საინტერესო აქტივობები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების წევრები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ.
ამჯერად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე, დედამიწის დღე იზეიმეს. ისინი აქტივობების მიმდინარეობაში პედაგოგ ნატო სტურუას ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
მათ სხვადასხვა აქტივობა გამართეს, თემატური ნამუშევრები დაამზადეს, საინტერესოდ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დედამიწას უნდა მოუფრთხილდნენ.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტოები: