„ორი მერცხალი“ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლიდან და მათი პირველი ნაბიჯები წიგნიერების სამყაროში
01-05-2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, მამოტივირებელ და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

პირველი კლასის მოსწავლებმა, პედაგოგ ლალი მურადაშვილის ხელმძღვანელობით, წიგნის კითხვის კვირეული აღნიშნეს. მათ მოთხრობები წაითხეს და იაკობ გოგებაშვილის მიმართ მადლიერება გამოხატეს.

„წიგნები ჩვენი ფრთებია“,- სწორედ ეს გზავნილი გასდევდა აქტივობას.

„ასე დაიმეგობრა ჩემმა ორმა მერცხალმა 33 მზის სხივი, ასე აკინძეს გულსა და გონებაში „იაკობის“ ანბანი, ასე დაიწყეს და შეიყვარეს წიგნი. ეს ჩვენი პირველი ნაბიჯებია, პატარებმა „საუკეთესო მკითხველის“ მადლობის ბარათებიც მიიღეს. ორი მერცხალი = 33 ასო-ბგერას“,- აღნიშნავს მასწავლებელი ლალი მურადაშვილი. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203