
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორის მეტად საინტერესო გერმანული ენის გაკვეთილი აღმოჩნდა.
სკოლის Vბ, VIგ, VIIა, VIIIა, VIIIბ კლასების მოსწავლეებმა, გერმანულ ენაზე, მასწავლებელ როზა ხაბულიანის ხელმძღვანელობით დიალოგები: Deutsch lernen mit Dialogen შეადგინეს.
ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოზარდებში სასაუბრო უნარ-ჩვევების განვითარებას.
აქტივობაში ისინი დიდი ხალისით, ენთუზიაზმითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო: