ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ნამუშევარი შექმნეს
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ისინი დიდ ყურადღებას აქცვენ, რომ აღსაზრდელებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრონ. ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა იმართება. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სკოლაში დედამიწის დღე იზეიმეს. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევარი მუსიკის გაკვეთილზეც მოამზადეს.
მათ ჩვენი პლანეტა დახატეს და აღნიშნეს, რომ მაზე იზრუნებენ.
შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.
იხილეთ ფოტო: